საკრებულომ აღნიშნული დოკუმენტები დღეს ადმინისტრაციულ წარმოებაში მიიღო.
ხარაგაულის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, წლევანდელ საწყის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია და 14 მილიონ 868 400 ლარს შეადგენს.
გასული წლის პრაქტიკის გათვალისწინებით, სხვადასხვა ფონდებიდან ათვისებული თანხების ჯამი 2024 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 28 მილიონს მიაღწევს.
ვარლამ ჭიპაშვილი:
,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ბატონ კობა ლურსმანაშვილის ინიციატივით და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის ჩართულობით მომზადდა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც საკრებულოს დღეს წარვუდგინეთ.
ჩვენ მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა საჯარო განხილვებში, ვუპასუხოთ მოქალაქეების და დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს, ვაწარმოოთ მათ მიერ მოწოდებული ინიციატივების განხილვა და მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში გავითვალისწინოთ .“
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, პრიორიტეტული მიმართულებები, წინა წლის მსგავსად, 2024 წელსაც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამები იქნება, ასევე გაზრდილია დაფინანსება განათლების და კულტურის განვითარების მიმართულებითაც.
მერის პირველი მოადგილის განცხადებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2024 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობს.
საკრებულოს სხდომას მერის პირველი მოადგილე, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან ერთად ესწრებოდა.
გთავაზობთ ლინკებს, სადაც თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ
2024 წლის ბიუჯეტი - https://bit.ly/47v5SrP
განმარტებითი ბარათი https://bit.ly/3MGTYC
პრიორიტეტების დოკუმენტი - https://bit.ly/40EBvw6
ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა 24 ნოემბერს
12:00 საათზე ადმინისტრაციული შენობის მესამე სართულზე გაიმართება.
2024 წლის ბიუჯეტის პროექტი განთავსებულია ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge