სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1493.JPG

ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდების მიზნით ხარაგაულის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომის მიზნით, ხარაგაულის მერიასა და ა(ა)იპ ,,წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი - ქუთისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის და ხელშეწყობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი მემორანდუმით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს,  მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან და ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან , თეა ბერიძესთან ერთად გაეცნო.

მემორანდუმის ფარგლებში, ხარაგაულში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტი ,,გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალების და გოგონების თანადგომა“ განხორციელდება.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი, ჩვენ  მხარს ვუჭერთ აღნიშნულ პროექტს და მისი წარმატებულად განხორციელების მიზნით მოხდა მემორანდუმის გაფორმება.“

ანა ჩაფიძე:

ჩვენ უნდა განვახორციელოთ ყველა ქმედება პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის.

პროექტი ითვალისწინებს ხარაგაულის მაცხოვრებელი გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდებას, ამ პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მერიის მხარადაჭერა არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომ ეს პროექტი განხორციელდეს წარმატებით.

შესაბამისად მემორანდუმი, რომელიც დღეს დაიდო მიზნად ისახავს ხარაგაულისთვის მომზადდეს სპეციალური მოდული, რომლითაც სპეციალისტები იმუშავებენ.“

პროექტი ერთი წელი გაგრძელდება. 

ნანახია: 329 - ჯერ