სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2624.JPG

ხარაგაულის საპატიო მოქალაქის წოდება 6 ადამიანს მიენიჭა

,,ხარაგაულობა-2023" - ის გამორჩეული ნაწილი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოება გახლდათ.

კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას 6 საპატიო ხარაგაულელი წარუდგინა.

კობა ლურსმანაშვილმა თითოეულ მათგანს, საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა გადასცა.

მიმდინარე წელს საპატიო ხარაგაულელის წოდება მიენიჭათ:

ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, საქართველოს დამსახურებულ მასწავლებელს, ნატო შათირიშვილს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, გიორგი ვოლსკის

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, გიორგი წერეთელს

ცნობილ მეთუნეს , ზალიკო ბოჟაძეს

პროფესორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს,

ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელს, ლუხუმი ჭანტურიას

ცნობილ მომღერალს, ანსამბლ ,,ფორტე"-ს წევრს ზურა მანჯავიძეს

საპატიო ხარაგაულელები , ხარაგაულის მერმა, საჩხერე-ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან, იმერეთის მხარის რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორთან, კობა კობალაძესთან ერთად დააჯილდოვა.

საპატიო ხარაგაულელების წარდგენის საზეიმო ცერემონია, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელს, იზა ვეფხვაძეს მიჰყავდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდებით 46 ადამიანი დაჯილდოვდა.

 

 

ნანახია: 1235 - ჯერ