ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ცნობილი ქართველი მომღერლის, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრის , ზურა მანჯავიძის კანდიდატურა წარუდგინა.
ზურა მანჯავიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა იმერეთის მხარის რწუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცა.
კობა ლურსმანაშვილი: ,,ზურა მანჯავიძეს გამორჩეულად უყვარს ხარაგაული, თავს ამ კუთხის შვილად თვლის და ამბობს რომ ყველაფერი საუკეთესო ხარაგაულმა და ბებია -ბაბუებმა მისცეს, რომლებიც სოფელ ლაშეში ცხოვრობდნენ.
ვთვლი რომ ზურა მანჯავიძე თავისი დამოკიდებულებით ხარაგაულის მიმართ, თავისი ადამიანური, პიროვნული თვისებებით, პროფესიონალიზმით ნამდვილად არის ხარაგაულის სიამაყე.“
,,ეს ჯილდო ეკუთვნის მამაჩემს , გიგა მანჯავიძეს, მე ამაყი ვარ რომ ამ გვარის წარმომადგენელი ვარ, ვამაყობ ხარაგაულით და ჩემი სოფლით.
მადლობა თითოეულ თქვენგანს იმ განუმეორებელი სითბოსთვის, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი დღეს“-განაცხადა ზურა მანჯავიძეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.
მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.
2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.