სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/d85fa1d7abcfec04d6e2487d36ca62b6_1.jpg

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა, საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარებისთვის

სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამას, რომლის მიზანია საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა პროფესიული განვითარება.

საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა გულისხმობს სწავლების დაფინანსებას საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის.

მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაზე კონკურსი მეორედ ცხადდება.

საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განცხადებების მიღება ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“  2023 წლის 10 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის განხორცილების ვადაა 2024 წლის 1 სექტემბრამდე.

კონკურსი სამ ეტაპიანია, რომელიც მოიცავს დოკუმენტების ადმინისტრაციულ გადახედვას, განაცხადების შინაარსობლივ შეფასებასა და კომისიასთან აპლიკანტის გასაუბრებას.

ვიზიტის ხანგრძლივობა განსაზღვრულია არანაკლებ 5 დღის და არაუმეტეს 3 თვის პერიოდით.

პროგრამის მიზანია, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მიეცეთ საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა. საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირი შეძლებს უფრო ეფექტიან საქმიანობას. პროგრამის ამოცანაა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის საჭირო მაღალკვალიფიციური და კომპეტენტური კადრების მომზადება.

საკონკურსო პირობების და პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის ოფიციალურ ვებ გვერდზე iec.gov.ge.

სასტიპენდიო პროგრამის შესახებ სრული ინფრომაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ლინკზე

 

"სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს უცხოეთში სწავლის დაფინანსებას, რისთვისაც საჭიროა მაღალი აკადემიური მოსწრება, ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირთათვის, ხოლო ორი წლის სამუშაო სტაჟი სადოქტორო პროგრამით დაინტერესებულთათვის. ასევე, სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილები. რაც შეეხება დაფინანსებას, ის გაიცემა როგორც სრულიად, ასევე, ნაწილობრივ და მოიცავს, როგორც სწავლის საფასურს, ასევე საცხოვრებელ ხარჯებს," - ამბობს პროგრამის კოორდინატორი, ნინო სულავა.

 

სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტულად განისაზღვრა შემდეგი სპეციალობები: მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა, არქიტექტურა, სამართალი, ინჟინერია, ჰუმანიტარული, სოციალური, საბუნებისმეტყველო და აგრარული მეცნიერებანი.

 

 

 

ნანახია: 778 - ჯერ