სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ess.jpg

პლენერი ,,გამა“ - მხატვრები ხარაგაულის სოფლების დასახატად

ხარაგაული 14-15 ოქტომბერს,  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა” მასპინძლობდა.

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პლენერს პირველივე დღეს შეუერთდა.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, სამხატვრო პლენერის იდეის ავტორის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით წელს პლენერში 36 მხატვარი და 3 ფოტოხელოვანი იღებდა მონაწილეობას.

პლენერის გახსნა 14 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურის და დასვენების პარკში გაიმართა, საიდანაც მხატვრები  ხარაგაულის სოფლებში გადანაწილდნენ.

იზა ვეფხვაძე:

,,პლენერის თითოეული მონაწილისთვის ეს იყო დაუვიწყარი შთაბეჭდილებების დღეები. კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა ხარაგაულში პლენერის მასპინძელ ოჯახებს: თამაზ ცისკაძეს. კიაზო გამრეკელაშვილს, ფრიდონ გლუნჩაძეს, თემურ ბაბლიძეს , ვანო ბარბაქაძეს, ბახვა სამხარაძეს, დავით კიკნაძეს, კობა ყრუაშვილს, გიგა შერგელაშვილს,  ნანა ბუაჩიძეს, კუკური მდინარაძეს, დავით ბუხნიკაშვილს,  მზექალა გლუნჩაძეს, ლეო ფანჯარაძეს, სოფლის რწმუნებულებს და დეპუტატებს: ვერა ოდიკაძეს, თამაზ ჭიპაშვილს, ვეფხია ვეფხვაძეს,   კახა კვინიკაძეს. ხარაულმა მასპინძლობის მასტერკლასი ჩაატარა“.

კობა ლურსმანაშვილი მხატვრებს მასპინძელ ოჯახებში ესტუმრა, მათ შემოქმედებით პროცესს უშუალოდ დაესწრო, და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ ხელოვანებს დაინტერესებისთვის და პლენერში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა .

შექმნილი ნამუშევრები ტრადიციულად საჩუქრად  ლიტერატურულ თეატრს გადაეცა.

სამხატვრო პლენერ " გამა 2023" მონაწილე მხატვრები და ფოტოხელოვანები გახლდნენ:

მხატვრები: შალვა გერაძე, ალექსანდრე ციხელაშვილი, ლადო თევდორაძე, ალექსანდრე თოდუა, გურამ მღებრიშვილი, ნინო ხარატიშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ნუგზარ თამარაშვილი, დავით ფიცხელაური,ნუგზარ ლაცაბიძე, თემურ თადუმაძე, ლევან გოგიტაძე, კახა ცხვარაძე, ქეთი ჯავახიძე, ლია მინდიაშვილი, ბესო გინტური, გოჩა გინტური, შალვა ფაჩოშვილი, ნინო ამირანაშვილი, ნონა კოკაია, ია არსენიშვილი, მანანა გოგოჭური, ქეთი კავილაძე, შოთა ურგებაშვილი, მალხაზ მარღიშვილი, გიზო ხუბუა, მალხაზ კაკაბაძე,  რომეო ლეკვეიშვილი, ზეინაბ ბუაჩიძე,  რუსუდან ფოჩხუა,  მზექალა ბერძენიშვილი,  ირმა მერაბიშვილი, ზაურ დეისაძე. ფოტოხელოვანები: ბადრი ვადაჭკორია,  ნინო ჯაჯანიძე, ბაბუა ალუდაური. მუსიკალური ნაწილი: მაყვალა ხორბალაძე --  კომპოზიტორი, კონცერტმეისტერი; ბაია გრიგოლია- საოპერო მომღერალი; ირმა ბერძენიშვილი -- საოპერო მომღერალი; თამარ ლობჟანიძე -- საოპერო მომღერალი;

სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზეს სოფლებში ცნობილი მხატვრების მიერ 150-ზე მეტი  მხატვრული ტილო შეიქმნა.

გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში,  სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე  ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.

 

 

ნანახია: 707 - ჯერ