ხარაგაულის მერიამ პროექტის განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 200 222 ლარი მიიღო.
ბეტონის საფარი გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე 1651 მეტრზე დაიგო.
2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა.
წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.