სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/56as65d_2.jpg

ხარაგაულში დაბრუნებული მიგრანტებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება

ინფორმაცია ამის შესახებ მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს და მერის წარმომადგენლებს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) წარმომადგენლებმა პაატა შარაშენიძემ, გიორგი ცხვედიანმა და ნათია ახალაიამ გააცნეს.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია" (IOM) საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ბიზნეს-იდეის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ზოგადი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ:

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვითარების ფონდის (IDF) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტებს "გაუმჯობესებული შესაძლებლობები საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისთვის" და "საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და სომხეთში".

 

აღნიშნული პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციას და ადგილობრივი თემების გაძლიერებას ეკონომიკური და სათემო ინიციატივების მხარდაჭერით. პროექტის ერთ-ერთი მიმართულება ითვალისწინებს საქართველოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის ბიზნეს-გრანტების გაცემას ისეთი ბიზნეს-იდეის თანადაფინანსებისთვის, რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს, როგორც დაბრუნებული მიგრანტის რეინტეგრაციის ხელშეწყობის, ისე ადგილობრივი თემის განვითარებისა და თემის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართულებით.

 

საგრანტო კონკურსი ცხადდებახარაგაულის, ჩოხატაურისა,  და ხონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრები დაბრუნებული მიგრანტებისთვის.

 

ვის შეუძლია საგრანტო კონკურსში მონაწილეობა:

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:

 

** არის საქართველოს მოქალაქე;

** ცხოვრობს და ბიზნეს-იდეის განხორციელებას აპირებს შესაბამისი (ჩოხატაურის, ხარაგაულის, ხონის) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე რომელიმე თემში/სოფელში; პრიორიტეტი მიენიჭებათ შემდეგი თემებში განსახორციელებელ იდეეს - დიდი ვანი, შუა სურები, ზემო სურები (ჩოხატაური), საღანძილე (ხარაგაული), ნახახულევი (ხონი).

** საზღვარგარეთ იმყოფებოდა 6 თვეზე მეტი ხანგრძლივობით და საქართველოში (ნებაყოფლობით ან იძულებით) დაბრუნდა 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ.

** სურს დაბრუნების თემში/სოფელში დაიწყოს/განავითაროს ბიზნესი, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც მის რეინტეგრაციას, ისე მის თემში/სოფელში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ან/და თემის საჭიროებების დაკმაყოფილებას;

** ბიზნეს-იდეის განხორციელებას გეგმავს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად (სხვა დაბრუნებულ მიგრანტთან ან დაბრუნების თემის/სოფლის სხვა მაცხოვრებელთან ერთად, რომელიც მზადაა მატერიალური, ფინანსური თუ სხვა სახის რესურსებით ბიზნესში თანამონაწილეობის მისაღებად. შესაძლებელია რამდენიმე ბიზნეს პარტნიორის მონაწილეობაც).

 

ბიზნეს-განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესი:

 

** შემოსული ბიზნეს იდეების წინასწარი შეფასება განხორციელდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: სარგებელი თემისთვის (თემის საჭიროების დაკმაყოფილება); განმცხადებლის და პარტნიორ (ებ)ის გამოცდილება ბიზნესის სფეროში; ბიზნეს-იდეის განხორციელებისთვის არსებული წინაპირობები და საჭირო რესურსები; მოთხოვნილი საგრანტო რესურსის მიზნობრიობა; მოსალოდნელი ბიზნეს-რისკები და მათი თავიდან აცილების გზები.

** ბიზნეს-განაცხადის წინასწარი შეფასების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდება ადგილზე მონიტორინგი, რომლის შედეგები გათვალისწინებული იქნება იდეის/კონკურსანტ (ებ)ის შერჩევისას.

** შერჩეული კონკურსანტები გაივლიან ბიზნე-კონსულტაციებსა და ტრენინგს, რომელთა მიზანია ბიზნეს-იდეის დაზუსტებასა და ბიზნეს-გეგმის შედგენაში დახმარება.

** ბიზნეს გეგმებს განიხილავს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ შექმნილი სპეციალური საგრანტო კომისია. ბიზნეს-გეგმების შეფასების საფუძველზე შეირჩევა საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

** საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ პირებთან გაფორმდება ხელშეკრულება ბიზნეს-გეგმის რეალიზაციისათვის საგრანტო რესურსის გადაცემისა და გამოყენების პირობებზე.

** ბიზნეს-გეგმის განხორციელებისა და საგრანტო რესურსის მიზნობრივად გამოყენების პროცესზე IOM-ის მხრიდან განხორციელდება სისტემატური მონიტორინგი.

 

გრანტის ოდენობა და გამოყენების მიზნობრიობა:

 

** ერთ ბიზნეს-გეგმაზე გრანტის ოდენობა შეადგენს 10 ათასიდან 20 ათასამდე ლარს. გრანტის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებულია ბიზნესის სახეობასა და მოსალოდნელ ეფექტზე (ადგილობრივი თემის საჭიროებების დაკმაყოფილებისა და/ან ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით).

** გრანტი შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ბიზნესის დაწყება/განვითარებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესაძენად. დაუშვებელია საგრანტო რესურსის გამოყენება მომუშავეთა ხელფასებისა და სხვა მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველ (ებ)მა დაბრუნებულმა მიგრანტ (ებ)მა უნდა შეავსოს განაცხადის დართული ფორმა. სხვა სახით მიღებული განაცხადები არ განიხილება.

 

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს კონკურსში მონაწილეობის პირობებს, ბიზნეს-იდეის განაცხადი უნდა წარმოადგინოს 2023 წლის 31 ოქტომბრამდე, შემდეგ ელ.ფოსტაზე: psharashenid@iom.int

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით პაატა შარაშენიძეს. ელ ფოსტა: psharashenid@iom.int ; ტელეფონი: 577 28 05 79.

 

 

ნანახია: 866 - ჯერ