სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/384338913_276537148537152_4684541368246444677_n.jpg

11 ოქტომბერს ბორითში ძუძუს კიბოს სკრინინგის უფასო აქცია გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  მხარდაჭერით, 11 ოქტომბერს,  ბორითის  რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ბორითის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში,  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის       დაავადებათა    კონტროლისა და საზოგადოებრივი     ჯანმრთელობის       ეროვნული ცენტრი  2023 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კიბოს სკრინინგს გახორციელებს.

სკრინინგის განმახორციელებელია შპს ქალთა ჯანმრთელობის ცენტრი ჰერა

აქცია 11 საათიდან დაიწყება.

ბენეფიციარებს უფასო გამოკვლევა ჩაუტარდებათ.

უფასო გამოკვლევებში შედის:

ძუძუს კიბოს სკრინინგი:  40 - 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში ყოველ ორ წელიწადში ერთჯერ ან წინა გამოკვლევის დასკვნის შესაბამისად

ექიმის გასინჯვა

მამოგრაფიული გამოკვლევა

 გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

 

დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურს, ტელ:    22 17 96

 

 

ნანახია: 453 - ჯერ