ხარაგაულის მერიამ სოფელ ლეღვანში ეკლესიის უბნის გზის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი, შარიქაძეების უბანში გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე დაიგო.
გზა 686 მეტრ მონაკვეთზე რეაბილიტირდა. სამუშაოებზე 110 ათას 360 ლარი დაიხარჯა.
2023 წელს ხარაგაულში რეგიონული განვითარების ფონდმა 4 800 000 ლარით 35 პროექტი დააფინანსა.
წლის ბოლომდე ახალი გზა 35 სოფელში რეაბილიტირდება.