სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/nat.jpg

ნატო შათირიშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა

ხარაგაულის, სოფელ ზვარის საჯარო სკოლის დირექტორს, მათემატიკის პედაგოგს, ნატო შათირიშვილს, მასწავლების სახლისგან საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა , მარინა ვეფხვაძემ ნატო შათირიშვილს ეს აღიარება კოლეგებთან ერთად მიულოცეს, შესაბამისი სერტიფიკატი გადასცეს და წარმატებები უსურვეს.  

მასწავლებლის სახლი პედაგოგებს დამსახურებული მასწავლებლის სერტიფიკატს სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე და განსაკუთრებული პედაგოგიური მოღვაწეობის გამო გასცემს.

მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ 30 წლიანი გამოცდილება, საზოგადოებრივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა - ეს ის მთავარი კრიტერიუმებია, რომლის გათვალისწინებითაც გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა ხდება.

აღნიშნული წოდება მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენასა და საზოგადოებისთვის საუკეთესო და დამსახურებული მასწავლებლების წარდგენას ემსახურება.

საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება 2020 ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგს, ალექსანდრა ჭიპაშვილს გადაეცა.

2021 წელს ხიდრის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგს, სიცნარი შველიძეს, 2022 წელს ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორს , ქიმია - ბიოლოგიის პედაგოგს ეთერ პაპავას.

ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს დამსახურებულ წოდებას და წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს.

 

 

ნანახია: 1026 - ჯერ