სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/49932_1.jpg

კახეთი ღვინის დღეებზე გიწვევთ

მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს კახეთის რეგიონში ქ.გურჯაანში ახტალის პარკის ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს მთავრობის მიერ ორგანიზებული ღვინის დღეები და „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2023“, სადაც მოწვეულნი იქნებიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და ღვინის მწარმოებლები.

ღვინის დღეებზე და ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან არა მხოლოდ ღვინის მწარმოებლები კახეთიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ, როგორც ღვინის მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა, ასევე, მცირე საოჯახო მარნებმა. მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ მწარმოებელს ღვინო ჩამოსხმული ჰქონდეს ბოთლში შესაბამისი ეტიკეტით. ფესტივალში მონაწილეობა უფასოა და მონაწილე კომპანიებს ადგილზე დახვდებათ ყველა საჭირო ინვენტარი.

დღის წესრიგი

ნანახია: 672 - ჯერ