სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/logo%20gama_1.png

ხარაგაულში 14-15 ოქტომბერს სამხატვრო პლენერი ,,გამა“ გაიმართება

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი ,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, 14-15 ოქტომბერს, ხარაგაულში ტრადიციულ სამხატვრო პლენერს ,,გამა" გამართავს. პლენერი საქველმოქმედოა.

როგორც რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დირექტორი, იზა ვეფხვაძე ჩვენთან სუბარში აღნიშნავს მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტირებით, კვებით და დაბინავებით.

პლენერზე წელსაც იწვევენ ფოტოხელოვნებს, რომლებიც ფირზე აღბეჭდავენ ხარაგაულს და კონკურსის მიმდინარეობას.

ვისაც სურვილი აქვს პლენერს გვერდით დაუდგეს, მონაწილეობა მიიღოთ ორგანიზებაში, ოჯახში ისტუმროს მხატვრები, გასწიოს ქველმოქმედება , - შეუძლია პლენერის ორგანიზატორს , ქალბატონ იზა ვეფხვაძეს დაუკავშირდეს.

პლენერის მხარდაჭერის სურვილი უკვე გამოთქვეს პლენერის უცვლელმა მასპინძელმა და  ორგანიზატორმა  ბატონმა პაატა იოსებაშვილმა ისრაელიდან და თეატრის ღონისძიებების გვერდით მდგომმა , ბატონმა გელა ბუაჩიძემ.

პლენერთან დაკავშირებით, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ტელ: 557192332.

სამხატვრო პლენერი ,,გამა“ ხარაგაულში წელს მეშვიდედ იმართება. ხარაგაულის ულამაზესს სოფლებში ცნობილმა მხატვრების მიერ 150-ზე მეტი  მხატვრული ტილო შეიქმნა.

გასულ წელს ეს ნამუშევრები გამოფენილ იქნა თბილისში,  სამხატვრო გალერეაში, გამოფენას ასევე  ესწრებოდნენ პლენერის მონაწილე მხატვრები.

 

 

ნანახია: 615 - ჯერ