სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/381221093_313674.jpg

საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია“ - ხარაგაულის სამუსიკო სკოლის ბავშვების მონაწილეობით

ხარაგაულის კინოთეატრში, შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია“ დაიდგა.

ლამაზ კოსტიუმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ზღაპრის გმირების შესანიშნავად განასახიერეს  და მაყურებელთა მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს.

როგორც სამუსიკო სკოლის დირექტორი, ლალი ალექსიძე აღნიშნავს ბავშვები დიდი სიხარულით ელოდნენ  სპექტაკლის ჩვენების დღეს. პრემიერას წინ უძღოდა ხანგრძლივი რეპეტიციები. ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე  მიუზიკლი ,,კონკია“  მეორედ დაიდგა.           

ლალი ალექსიძე, შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დირექტორი:

 

  ,,ვითვალისწინებდი რა  ჩვენი სკოლის მოსწავლეთა შესაძლებლობებს,  წლების  წინ ვოცნებობდი დამედგა საბავშვო მიუზიკლი,  სადაც გამოკვეთილი  იქნებოდა  სიკეთე,   ბოროტების  დამარცხება,  არჩევანი ფრანგი მეზღაპრის- შარლ პეროს  ,,კონკიაზე''შევაჩერე...    ჩემი ჩანაფიქრი ქალბატონ ირინე ჩხეიძეს გავუზიარე , მან თანადგომა აღმითქვა და სცენარზე დაიწყო  მუშაობა და ასე დაიდგა 2014 წელს,  პირველად ხარაგაულში,  პირველი  საბავშვო მიუზიკლი ,,კონკია''.  ახლა ის ბავშვები უკვე დაფრთიანდნენ, სტუდენტები არიან.

გადავწყვიტე  ახალ თაობასთან განმეახლებინა მუშაობა ,რადგან  ეს ზღაპარი ყველა თაობისთვის საყვარელი და უკვდავია.

მონაწილეთა სია:   

კონკია- ნიცა ზუმბაძე    

პრინცი-გიო  ლომსაძე   

მთხრობელი-ანა შავიძე 

დედინაცვალი- მარიამ  არევაძე                              

ანასტასია-მარი  კიკნაძე 

გრიზელა-ნუცა ცხადაძე 

მეფე-არჩილ მეიფარიანი                          

დედოფალი-ნინო ჩიკვაიძე                              

ვეზირი-თაზო ხაჩიძე       

ფერიები-ნინო კიკნაძე,  ანასტასია კაკულია          

მეგობრები-მარიამ კაპანაძე,ლალი ხომასურიძე,  ლუკა ლაცაბიძე,                 

 ასევე მონაწილეობდნენ:      თინათინ შავიძე, მართა დავაძე,ქეთი შველიძე, თამარ ებანოიძე, ნინო  ლაცაბიძე, ნატა სულაქველიძე, თეკლა გაჩეჩილაძე, ნინი ჩუბინიძე, ნიკოლოზ მანჯავიძე       ლილე ფცქიალაძე, ნინო ლომსაძე, მარიამ მაღრაძე   და ხარაგაულის სამუსიკო  სკოლის     აღზრდილი- სალომე კვირიკაშვილი.

 

მაყურებელთა თხოვნით მიუზიკლი ,,კონკია“ პარასკევს, 15 საათზე განმეორებით იქნება ნაჩვენები. დასწრება თავისუფალია.

ნანახია: 739 - ჯერ