სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Artboard%201.jpg

ხუთი 100% - იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი ხარაგაულიდან

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, ბრძანების
საფუძველზე, წელს პირველად, ხარაგაულის მერია ხარაგაულელ სტუდენტებს , რომლებმაც 2023 წლის
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს
,ფულად ჯილდოს გადასცემს.

ფულად ჯილდოს 100%-იანი, 70 %-იანი და 50%-იანი გრანტის მფლობელები
მიიღებენ.

წელს ხარაგაულში სკოლა 195- მა მოსწავლემ დაამთავრა.სტუდენტი  105 კურსდამთავრებული გახდა. მათ  შორისაა, ხუთი 100%-იანი, ერთი 70%-იანი და ცამეტი 50%-იანი სასწავლო გრანტის
მიმღები.

100% - იანი გრანტის მფლობელები გახდნენ:

ბორის საჯარო სკოლა პანსიონის მოსწავლე - გიგა ბერაძე - შპს-თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ელექტრო და
კომპიუტერული ინჟინერია - 100 %
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - ნია ფოფხაძე - თავისუფალი უნივერსიტეტი/ საერთაშორისო სამართალი - 100%
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - არმაზ შავიძე - თსუ/ჟურნალისტიკა - 100 %
ხარაგაულის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე - ნინო ქალდანი - თსუ/ფსიქოლოგია - 100 %
ბორის საჯარო სკოლა პანსიონის მოსწავლე - ლიზი ავალიშვილი - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - 100 %

ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეულ მათგანს მიღწეულ შედეგს და წარმატებულ
სტუდენტობას უსურვებს!

 

ნანახია: 880 - ჯერ