სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/004801355213076833_n.jpg

ვინ გახდა ლიტერატურული კონკურსის ,,ოდეონის“ გამარჯვებული

რეზო თანუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინიციატივით და ძალისხმევით ტრადიციული  ლიტერატურული კონკურსი  ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართა.

ლიტერატურასა და წერაზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეხვედრის ადგილად სოფელი სამება შეირჩა.საკონკურსო თემა გახლდათ ,,სამრეკლო".

საკონკურსო ნამუშევრები სპეციალურმა ჟიურიმ განიხილა და პირველი სამი ადგილის მფლობელი გამოავლინა.

ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონის “  საპრიზო ადგილის მფლობელები  გახდნენ:

პირველი ადგილის მფლობელი მარელისის საჯარო სკოლის პედაგოგის, ირინა კუპატაძის  პროზაული ნაშრომი გახდა.

მეორე ადგილი  ხარაგაულის საბავშვო ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, ქეთევან შარიქაძემ დაიკავა.

მესამე ადგილი  წილად ხვდა ხარაგაულელ პოეტს, მერის წარმომადგენელს მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სპარტაკ ლაცაბიძეს და ლეღვნის საჯარო სკოლის პედაგოგს, ნათია ხიჯაკაძეს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს შეეძლოთ.

საკონკურსო თემა გახლდათ ,,სამრეკლო". ,,ოდეონში" მონაწილეობა 17- მა  კონკურსანტმა მიიღო.

დაჯილდოება  ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში გაიმართა. გამარჯვებულები ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ლინა ბარათაშვილი , იზა ბუაჩიძე – პედაგოგი, ფილოლოგი, მარინე ვეფხვაძე – ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ეკა მელქაძე – ისტორიკოსი, კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვალერი გოგნაძე – პოეტი.

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელის, იზა ვეფხვაძის ინფორმაციით,   ლიტერატურული თეატრის დიდი მეგობარის,  ღირსეული ხარაგაულელის დახმარებით და თანადგომით  ოდეონელთა ნაშრომები წიგნად გამოიცემა.

 

ნანახია: 499 - ჯერ