სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6981.JPG

კობა ლურსმანაშვილი: ჩვენი  ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა. 

ხარაგაულის მერმა,   მერის წარმომადგენელს საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა ყრუაშვილს, დაზარალებული ოჯახების შესახებ ინფორმაციის ზუსტი და დროული წარმოდგენა დაავალა.

ხარაგაულის მერია სტიქიით მიყენებულ ზარალს , საქართველოს მთავრობის დახმარებით უმკლავდება და მოქალაქეებს მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლის და მიღებული დასკვნის საფუძველზე ეხმარება.

აგვისტოს  თვეში მერია  ხის და თუნუქის მასალით, სტიქიისგან დაზარალებულ 23 ოჯახს დაეხმარა.

 თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ როდესაც დროულად ხდება მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი  მერიის სოციალური პროგრამებით და სერვისებით სარგებლობის უზრუნველყოფა ეს მერიის ქმედუნარიანობას უსვამს ხაზს.

ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან", -  განაცხადა მერმა.

 

 

 

ნანახია: 627 - ჯერ