დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს
მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ
მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, ვლადიმერ გელაშვილი
დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ https://l1nq.com/EyLzX
მომხს: პავლე კიკალიშვილი
დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ https://l1nq.com/mSLvU
მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი
ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
მერს მიეცა თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე) ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის განსათავსებლად ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის, რაც კაბელის დასამაგრებლადაა საჭირო პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით,
სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიაში.
მომხს: ავთანდილ კვინიკაძე
„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე
მომხს: ავთანდილ კვინიკაძე
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში 2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების მდგომარეობის შესახებ
მომხს: მარინე ვეფხვაძე, თამარ ლაცაბიძე