სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/tavfurceli%20odeoni%20mokle.png

9 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ გაიმართება

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე შემოქმედ ადამიანებს ტრადიციულ  ლიტერატურულ  კონკურსზე იწვევს.

,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართება.  ლიტერატურასა და წერაზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეხვედრის ადგილად სოფელი სამება შეირჩა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ. მონაწილის მინიმალური ასაკი 16 წელია. ზედა  ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია.

საკონკურსო თემა  კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.  ჟანრი შეუზღუდავია და ნამუშევრებს  ჟიური შეაფასებს. პირველი სამი ადგილის მფლობელი  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. განაცხადები 29 აგვისტოდან მიიღება.


ლიტერატურულ კონკურს „ ოდეონი -2023“  წლის  პროგრამა ასე გამოიყურება:

9 სექტემბერი

8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ სამებაში;

10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის " ოდეონი 2023" საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის შესრულება   და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო მასალების  დარიგება.

11 .00 -- მსუბუქი საუზმე;

11.30 --  კონკურსის დაწყება.  მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე  გარემოში ( ტყე, მონასტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია);

13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის ... კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის.

  1. 00 15. 00 --- სადილი;

15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე;

16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი.

  1. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება.
  2. 00 -- 20.00 -- ვახშამი. სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი.

11 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ორ კვირიანი  ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად. ( შესაძლებელია კონკურსანტთა გამოვლენა მოხდეს მითითებულ ვადაზე ადრე);

ჟიურის შემადგენლობა  მოგვიანებით გამოცხადდება.

 გამარჯვებულები  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან;

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ,  ტელ:  557192332

ხარაგაულის მერია წარმატებებს უსურვებს კონკურსში მონაწილეებს!

 

ნანახია: 897 - ჯერ