საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-55) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის საავტომობილო გზის კმ24+620 - კმ50+244 მონაკვეთის (სექცია - 2) დარჩენილი სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერი 12 ივლისს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 15 აგვისტოს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 89’ 754’ 412.00 ათასი ლარია.
,,ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება24 (ოცდაოთხი) თვეში უზრუნველყოს.
კომპანია ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით”- ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტაციაში.