სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/358129672_226327626987335_7908383015892904558_n_1.jpg

ხარაგაულის სახალხო თეატრი ორი მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2023“ -ი საზეიმოდ დაიხურა.

ფესტივალის ჟიურის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის სახალხო თეატრი ორი მთავარი ნომინაციის გამარჯვებული გახდა.

ირინე ჩხეიძეს ჯილდო საუკეთესო რეჟისურისთვის და ქალის მთავარი როლის შესრულებისთვის გადაეცა.

ხარაგაულის სახალხო თეატრმა ფესტივალზე, დათო ტურაშვილის პიესის მიხედვით, სპექტაკლი ,,დოდოს მოლოდინში" წარადგინა.

ფესტივალის გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრი გახდა. რეჟისორ მარიამ სიხარულიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ,,უსამშობლო კაცი” ფესტივალზე აღიარება მოიპოვა.

საერთაშორისო ფესტივალზე მოქმედი გრანპრის მფლობელი ტყიბულის სახალხო თეატრია. რეჟისორ მარიამ სიხარულიძის მიერ დადგმულმა სპექტაკლმა ,,უსამშობლო კაცი” ფესტივალზე აღიარება მოიპოვა. პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იყო 15 სპექტაკლი, მათ შორის, ქართველ მაყურებელს საკუთარი შემოქმედება გააცნეს იტალიის, ქალაქ ნაპოლის ექსპერიმენტული და აზერბაიჯანის სახელმწიფო თეატრებმა.

პროექტს უკვე 14-ე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს.

ასევე, ფესტივალის მხარდაჭერია რეგიონის 12-ვე მინიციპალიტეტი და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

 

ნანახია: 486 - ჯერ