სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/556asdag5df.jpg

კობა ლურსმანაშვილთან ერთად სახვლარის ეკო სოფლის კონცეფციაზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის, ნაკრესის სამცხე-ჯავახეთის პროგრამის დირექტორს, ნათია მულაძეს შეხვდა.

ნათია მულაძემ მერს სახვლარის, როგორც ეკოსოფლის კონცეფციის შემუშავების იდეა გააცნო.

 პროექტს სახეწოდებით ,,გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება ეკო სოფლის კონცეფციის შემუშავებით და ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიით სოფელ სახვლარში” ნაკრესი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

 პროექტის ძირითადი ამოცანებია - სოფელ სახვლარის თემის ჩართულობის გაზრდა დაცული ტერიტორიების მართვაში „ეკოსოფლის“ კონცეფციის შექმნისა და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაზრდის საშუალებით და სოფელ სახვლარის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

 კობა ლურსმანაშვილმა პროექტის იდეის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებში ხარაგაულის მერია შესაძლებლობების ფარგლებში ჩაერთვება.

 ნათია მულაძემ მადლობა გადაუხადა მერს პროექტის მიმართ გამოხატული დაინტერესებისთვის და აღნიშნა, რომ პროექტის ფარგლებში შემუშავებული ეკო სოფლის კონცეფცია განსახორციელებლად ხარაგაულის მერიას გადმოეცემა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილე, ტარიელ ხიჯაკაძე და ნეკრესის საველე ოფიცრები, შოთა გოლუბიანი და ჯონი კევლიშვილი .

 

 

ნანახია: 662 - ჯერ