სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4598.JPG

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს

 

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კიკნაძე უძღვებოდა. სხდომას ხარაგაულის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდა.

დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები განიხილეს.

1.ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“  ხელმღვანელის ანგარიში გაწეული    მუშაობის შესახებ;

 მომხს: რევაზ შერგელაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიის ჯანდაცვისა და სოციალური  დაცვის სამსახურის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;

მომხს: ნანა კიკნაძე                                                                                                                      

  1. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2023 წელს დამტკიცებულ 2020-2021 წლებში მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსებისა და სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ;

 მომხს: პავლე კიკალიშვილი

  1. ა(ა)ი.პ  „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისათვის “ხარაგაულის     

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული ექსკავატორი CUKUROVA, სახ N MS   295 S -ს სარგებლობის უფლებით (თხოვების ფორმით) არსებობის ვადით გადაცემაზე    ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ   ბორითში მდებარე ძირითადი (განუსხვისებელი)  ქონების,   არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 171 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ს/კ N36.03.41.752)  გასხვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მოლითში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) ს/კ N36.17.33. 799) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  568 კვ.მ. მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსათვის  საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის  შესახებ;

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

  1. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის   სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის    საკრებულოს 2020 წლის 6   ივლისის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მომხს: ბესო ჭიპაშვილი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის

  სამსახურში ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის წარმოებისათვის       დოკუმენტების ფორმებისა   და მათი აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’  -    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 16 მაისის N18 დადგენილებაში   ცვლილების შეტანის  თაობაზე.

 მომხს: ბესო ჭიპაშვილი

                                    

 

ნანახია: 613 - ჯერ