სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdllgksd321122.jpg

ხარაგაულში ანზორ მაღრაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, დამსახურებული მწვრთნელის, ხარაგაულში თავისუფალი ჭიდაობის ფუძემდებლის, საპატიო ხარაგაულელის, ანზორ მაღრაძის ხსოვნის ტურნირი გაიმართა.

ტურნირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ბატონ კობა ლურსმანაშვილის ხელშეწყობით და ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენის, ბიზნესმენის - მამუკა არევაძის პირადი მხარდაჭერით ჩატარდა.

ღონისძიებას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და საპატიო სტუმრები: ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ამჟამად ქალაქ გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი იანტბელიძე, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე- პრეზიდენტი, ხარაგაულის საპატიო მოქალაქე მამუკა არევაძე, ანზორ მაღრაძის აღზრდილი სპორტსმენები და მოსწავლე-ახალგაზრდობა ესწრებოდა.

გამარჯვებულებისთვის ანზორ მაღრაძის ოჯახმა ფულადი ჯილდო დააწესა.

ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სპოსტსმენები ხარაგაულიდან, საჩხერიდან, ჭიათურიდან, თერჯოლიდან, ზესტაფონიდან, ლანჩხუთიდან, ბაღდათიდან, ჩოხატაურიდან, ქუთაისიდან და ხაშურიდან.

მონაწილეთა შორის წარმატებით იასპარეზეს ხარაგაულელმა მოჭიდავეებმა:

ვახო ნიქაბაძე - პირველი ადგილი (69 კგ) ,

ზურაბ ტოროშელიძე -პირველი ადგილი (57 კგ) ,

ბარბარე ბარბაქაძე - პირველი ადგილი ( 55 კგ) ,

ხატია კიკნაძე - მეორე ადგილი (55 კგ) ,

გიორგი ორთოიძე - მეორე ადგილი (26 კგ),

ირაკლი ჩერქეზიშვილი - მესამე ადგილი (23კგ),

დავით ყანჩაველი - მესამე ადგილი (26 კგ),

იოანე ორთოიძე - მესამე ადგილი (26 კგ),

გაბრიელ ორთოიძე - მეორე ადგილი (29 კგ),

საბა ორთოიძე - მესამე ადგილი (44 კგ),

თამაზ მიქიაშვილი - მეორე ადგილი (110 კგ),

ნიკა კაკოიშვილი - მეორე ადგილი ( 74 კგ),

გიორგი თაბუკაშვილი - მეორე ადგილი (86 კგ).

,,ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, ტრადიციულად ყოველ წელს იმართება.ჩვენი მიზანია, პატივი მივაგოთ ღირსეულ პედაგოგს, ხარაგაულში მრავალი თაობების აღმზრდელ პიროვნებას" -აღნიშნავს სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორი,რევაზ შერგელაშვილი.

 

 

 

ნანახია: 450 - ჯერ