დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით სპორტსკოლაში „მხიარული სტარტები“ გაიმართა.
მხიარულ სტარტებში დაბა ხარაგაულის, ვერტყვიჭალის, ვარძიის, ასევე ლეღვნისა და ვახანის გაერთიანებული გუნდები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში დაბა ხარაგაულის გუნდმა გაიმარჯვა, რომელიც ფინალურ თამაშში ვარძიის გუნდს შეხვდა.
მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.