სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/qw558asd_1.jpg

დღეს ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის,ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის,მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან ერთად საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მომავალ გზაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითთან ავტოავარიაში დაიღუპა.

კობა ლურსმანაშვილი:

 ,,ის იყო განსაკუთრებულად შეუვალი და უკომპრომისო, როდესაც საქმე საქართველოს ინტერესებს და დამოუკიდებლობას ეხებოდა. ადამიანებს აძლევდა სტიმულს, რომ ყოფილიყვნენ ისეთები როგორიც ის იყო თავად. მერაბ კოსტავა იყოს იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ვარ ბედნიერი, რომ ვარ იმ ადამიანთაგან ერთ -ერთი, რომელიც მასთან ერთად იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის. მე მჯერა არასოდეს ჩაქრება ის სულისკვეთება და ჩვენ ამას თაობიდან თაობებს გადავცემთ.“

ნანახია: 664 - ჯერ