სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/280063346_3362675783979571_2235872487031515875_n.jpg

78 წელი მეორე მსოფლიო ომიდან

დღეს, 9 მაისს, საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე  აღინიშნება.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურამანაშვილმა, მერის პირველ მოდგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, შინმოუსვლელთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

ხარაგაულის მერია  ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეს, ცოცხალ მემატიანეს  97 წლის იური ბუაჩიძეს.

 ხარაგაულში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78-ე წელს მხოლოდ ერთი ომის ვეტერანია ცოცხალი.

იური ბუაჩიძეს მუნიციპალიტეტისგან სასაჩუქრე კალათა და ფულადი თანხა გადაეცემა.

 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები - 500 ლარს მიიღებენ.

ხარაგაულიდან ომის ველზე წასული 19 მამა-შვილი უკან აღარ დაბრუნებულა. ხშირი იყო შემთხვევა, როდესაც ერთი ოჯახიდან ომში 4-5 ძმას უწევდა წასვლა. ასე დაეცა ბრძოლის ველზე ხუთი ძმა კუპატაძეები - ვანიდან, ოთხი ძმა ავალიანები -სარგვეშიდან, ოთხი ძმა ტაბატაძეები - ხევიდან, ოთხი ძმა სახვაძეები ვერტყვიჭალიდან და სხვა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მეორე მსოფლიო ომში 5 706 კაცი გაიწვიეს, აქდან 2 704 მეომარი შინ აღარ დაბრუნებულა. 798 ადამიანი დაჯილდოვდა ორდენებითა და მედლებით გმირული ბრძოლისთვის.

ნანახია: 561 - ჯერ