ახალგაზრდული ფესტივალის ,,გაზაფხულის ხარაგაულის" ფარგლებში, ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაიმართა.
წამყვანის, მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა.
გივი კურტანიძის ექვსეულმა, ინტელექტუალური თამაში, წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:1 დაასრულა.
დღის მოაზროვნედ ბაჩო შველიძე დასახელდა.
დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ: გივი კურტანიძე, მაკა გელაშვილი, თამარ ფცქიალაძე, ზეინაბ ბუაჩიძე, ბაჩო შველიძე და გიორგი ლომსაძე.
ინტელექტუალური თამაშების გაზაფხულის სერია დასრულდა.
სეზონის გამარჯვებულად ალექსი კიკნაძის ექვსეული გახდა, რომელმაც ინტელექტუალური თამაში წამყვანის წინააღმდეგ ანგარიშით 6:0 დაასრულა.