სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd_2.jpg

სათავგადასავლო ტურ-თამაშებში ვახანის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, სათავგადასავლო ტურ-თამაშები ვახანის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მეორე ადგილი მარელისის, ხოლო მესამე ადგილი ვარძიის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.

გამარჯვებულ გუნდებს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ.

პროექტი ახალგაზრდული ფესტივალის - „გაზაფხულის ხარაგაული“ ფარგლებში გაიმართა და მასში მუნიციპალიტეტში მცხოვრები მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულები.

თითოეული გუნდი დაკომპლექტებული იყო 9 მონაწილისგან: 4 გოგო, 4 ბიჭი და 1 მასწავლებელი.

მონაწილეთაგან გამარჯვებული გუნდები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა.

ტურ-თამაშებში სულ 18 გუნდი იღებდა მონაწილეობას.

 

ნანახია: 455 - ჯერ