სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე წარუძღვება.
დღის წესრიგი
1 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია
მომხს: ვლადიმერ გელაშვილი, ვარლამ ჭიპაშვილი
- ა(ა)ი.პ "ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ
მომხს: თამარ ლაცაბიძე
3 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: კახაბერ გოლუბიანი
4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 ივლისის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: გივი კურტანიძე
ბესარიონ ჭიპაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) ექვსი თვის ვადით და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) ერთი წლის ვადით კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, იჯარის ფორმით, გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი