დღეს ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში, ხარაგაულის კინოთეატრში, კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაშის „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერის პირველი თამაში გაიმართა.
ინტელექტუალური შეჯიბრი განსხვავებული ფორმატით წარიმართა. თამაშში დაბის I (გივი კურტანიძის ექვსეული) , დაბის II (დავით ჩადუნელის ექვსეული), საღანძილის, მარელისის, ვახანის და ზვარის გუნდები მონაწილეობდნენ.
ყველა მონაწილე გუნდმა 20 ერთნაირ ინტელექტუალურ შეკითხვას უპასუხა. მათგან ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი,საღანძილის ექვსეული და დაბის I (გივი კურტანიძის ექვსეული) შემდეგ ეტაპზე, ,,მრგვალ მაგიდასთან," გააგრძელებს ბრძოლას „ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად.
ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის“ გაზაფხულის სერიის ფინალი 15 მაისს გაიმართება.