27 მარტს თეატრის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკავშირებით, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძის ინიციატივით, მუნიციპალიტეტის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის სპექტაკლი - „მაცეკვე ტანგო“ გაიმართება.
სპექტაკლი, 27 მარტს, 15:00 საათზე, დაიწყება.
სკოლის მოსწავლეებისთვის დასწრება თავისუფალია.
ირინე ჩხეიძე: - „ვუერთდებით თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და სპეციალურად მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის ვმართავთ სპექტაკლს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა იხილონ სპექტაკლები და გაეცნონ ჩვენს შემოქმედებას. თეატრი ნამდვილად აბედნიერებს.“
ამავე დღეს კინოთეატრის ფოიეში გამოფენილი იქნება ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის სიგელები და აფიშები, რომელიც თეატრის საუკუნოვან ისტორიას ასახავს.