სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/337032439_762857811891362_7072434363397960583_n.jpg

კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდა.

 კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეაჯამა.

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს დასამტკიცებლად, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი 178 პროექტი წარუდგინა.

პროექტებზე 1 124 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხიდან, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინასება 890 000 ლარს შეადგენს, რომელსაც მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, თანადაფინანსების სახით 234 000 ლარი დაემატება.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ პროექტების განხორციელება მოსახლეობის გამოკითხვის და მათი პრიორიტეტების განსაზღვრის მიხედვით დაიგეგმა.

,,ახლა მნიშვნელოვანია, პროექტების დროულად განხორციელება, რომ ის საჭიროებები, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია რეალობად იქცეს"- განაცხადა მერმა.

 თათბირის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.

 შეხვედრაზე აზიურ ფაროსანას სააწინააღმდეგო ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აპრილიდან აქტიურად დაიწყება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, ხარაგაულში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობის დაწყებამდე სპეციალური ჯგუფი ინტენსიურ მონიტორინგს ახორციელებს და მავნებლის გავრცელების არეალს სწავლობს.

 შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ფაროსანა სოფლის მეურნეობას საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს და მნიშვნელოვანია მავნებლის საწინააღმდეგო წამლობა.

 მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, მერია თავისი კომპენტენციის ფარგლებში ჩაერთვება მავნებლის საწინააღმდეგო დაგეგმილ ღონისძიებებში, რათა მინიმუმადე იყოს დაყვანილი სოფლებში ფაროსანას მიერ გამოწვეული ზიანი.

 ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი, მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან.

 

ნანახია: 262 - ჯერ