დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა კობა ლურსმანაშვილმა, მოადგილეებთან ვარლამ ჭიპაშვილთან და დავით დევდარიანთან ერთად, მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა.
კობა ლურსმანაშვილმა შეხვედრაზე სოფელ კიცხში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის შესახებ ისაუბრა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდება.
როგორც ხარაგაულის მერმა განმარტა, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის საჭიროება სხვა სოფლებშიც, მაგალითად ბორითშიც არის , თუმცა მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნებს კიცხის ადმინისტრაციული ერთეული აკმაყოფილებდა.
პროექტის განსახორციელებლად მთავარი კრიტერიუმები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტერიტორია და ბავშვთა მზარდი კონტიგენი გახლდათ.
ახალი საბავშო ბაღის მშენებლობის დაწყების მოლოდინშია სოფელი ხევი.
,,ხარაგაულის მერიამ მშენებლობის ნებართვა უკვე გასცა და სამუშაოების დაწყება შემსრულებელ კომპანიაზეა დამოკიდებული“- განაცხადა ხარაგაულის მერმა.
თათბირზე უხვი ნალექის შედეგად გამოწვეული სირთულეების შესახებ იაუბრეს. როგორც აღინიშნა პრობლემები იდენტიფიცირებულია და ხარაგაულის მერია დაფინანსების მიღების მოლოდინშია.