სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/332850565_561694385934456_6112487636855347616_n.jpg

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამაში მონაწილეობისთვის , საპროექტო წინადადებების წარდგენა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის  ბრძანების საფუძველზე სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის განსახორციელებლად საპროექტო წინადადებების მიღება 9 მარტიდან 21 აპრილამდე გაგრძელდება.

უკვე დღეიდან შენ შეგიძლია შეავო  სპეციალური სააპლიკაციო ფორმა და წარმოადგინო შენი იდეა.

საპროექტო წინადადებების წარდგენა  შესაძლებელია სპეციალური სააპლიკაციო ფორმის საშუალებით, რომელიც ამ ბმულზეა განთავსებული   https://bit.ly/3mG6Het

იდეების წარდგენა ასევე მოხდება საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით, ან მერიაში განცხადების დატოვების გზით.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

პროექტი შეიძლება იყოს:

ინფრასტრუქტურული;

ახალგაზრდული;

საგანმანათლებლო;

კულტურული;

სოციალური;

სპორტული;

მოქალაქეების მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;

საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს;

წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);

პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).

სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ბიუჯეტად 2023 წლისთვის 150 000 ლარით განისაზღვრა.

გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2023 წლისთვის შესაძლებელია  მინიმუმ ხუთი საპროექტო წინადადება დაფინანსდეს.

საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.

ვრცლად სამოქალაქო ბიუჯეტის შესახებ იხილეთ: https://bit.ly/41Vw5gC

 

 

ნანახია: 636 - ჯერ