ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიწყო, რომელიც 31 მაისს დასრულდება. სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში წარმოდგენილი ინიციატივებისთვის, 2023 წლისთვის 150 000 ლარი განისაზღვრა.
გამოყოფილი თანხა მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პროექტების დასაფინანსებლად გაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა.
პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.
ხარაგაულის მერს , კობა ლურსმანაშვილს ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელებისთვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის(NALAG) მიერ გამართულ ღონისძიებაზე საუკეთესო პრაქტიკის კონკურსში გამარჯვებისთვის სპეციალური ჯილდო და სიგელი გადაეცა.
კობა ლურსმანაშვილი: ,,ხარაგაულის მერიას სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების წარმატებული გამოცდილება აქვს, რაც გვაძლევს მოტივაციას კონკურსის ახალი ეტაპი, კიდევ უფრო წარმატებით და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობით წარიმართოს. პროგრამის დანიშნულებაც ესაა, თითოეულმა სოფელმა, მოქალაქემ , იფიქროს და თავად გადაწყვიტოს რა ცვლილებები განხორციელდეს მის თემში. ინტერესით ველოდები ახალ იდეებს.“
სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განხორციელების პროცესი ექვს ეტაპს მოიცავს და 9 მარტიდან 21 აპრილამდე გრძელდება.
პროგრამის განსახორციელებლად მერის ბრძანებით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
მერის პირველი მოადგილე - ვარლამ ჭიპაშვილი;
მერის მოადგილე - დავით დევდარიანი;
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ გელაშვილი;
საფინანსო-სახაზინო განყოფილების უფროსი- ნინო მაღლაკელიძე;
ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი-პეტრე შარიქაძე;
განათლების, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი - ირინე ჩხეიძე;
იურიდიული განყოფილების უფროსი - მარინა კვინიკაძე;
საზოგადოებასთან ურთიერთიერთობის განყოფილების უფროსი - ინგა ბერაძე;
ბრძანების საფუძველზე პროგრამის კოორდინატორობა მერის მოადგილეს, დავით დევდარიანს დაევალა.
საპროექტო წინადადებების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხის მაქსიმალური ოდენობა , თითოეულზე არაუმეტეს 30 000 ლარი იქნება.
ხარაგაულის მერია შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი შეხედულებისამებრ, პრიორიტეტებიდან გამომდინარე დაგეგმოთ საკუთარი ბიუჯეტი.
საპროექტო წინადადებების მიღების ეტაპი - 9 მარტიდან - 21 აპრილამდე;
საპროექტო წინდადებების პირველადი გადარჩევა - 24 აპრილიდან - 1 მაისამდე;
კენჭისყრის ეტაპი - 2 მაისიდან - 16 მაისამდე;
გამარჯვებული პროექტის გამოვლენა და პროექტის დამუშავება ბიუჯეტში გათვალისწინების მიზნით - 17 მაისიდან - 31 მაისამდე;
მოქალაქეს შეუძლია წარმოადგინოს ისეთი საპროექტო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც არ სცილდება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილებას, და ემსახურება საზოგადოებრივ კეთილდღეობას. მათ შორის:
ინფრასტრუქტურული;ახალგაზრდული;საგანმანათლებლო;კულტურული;სოციალური;სპორტული;
პროგრამის ფარგლებში წახალისებული იქნება გენდერულად სენსიტიური საპროექტო წინადადებების წარმოდგენა, რომელშიც გათვალისწინებულია გენდერული საჭიროებები და მოთხოვნები.
საპროექტო წინადადებები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა იგეგმებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) საპროექტო წინადადების განხორციელება უნდა შედიოდეს მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში;
გ) საპროექტო წინადადების გასანხორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხა არ უნდა აღემატებოდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით დადგენილ მაქსიმუმს;
დ) წინადადებით შემოთავაზებული პროექტი არ უნდა იყოს მიმდინარე, ან ისედაც გათვალისწინებული ბიუჯეტში (ბიუჯეტის პროექტში);
ე) პროექტის განხორციელება უნდა იყოს ტექნიკურად შესაძლებელი (მაგალითად, სათამაშო მოედნისთვის უნდა არსებობდეს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი).
საპროექტო წინადადების წარდგენისას, წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:
ა) წარმომდგენის სახელი, გვარი;
ბ) წარმომდგენის პირადი ნომერი;
გ) წარმომდგენის საკონტაქტო ტელეფონი და/ან ელ-ფოსტა;
დ) პროექტის სახელწოდება;
ე) პროექტის აღწერა;
ვ) დასახლებული პუნქტი, სადაც უნდა განხორციელდეს პროექტი;
ვ) პროექტის სავარაუდო ბიუჯეტი.
9 მარტიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებ–გვერდზე kharagaulinews.ge განთავსდება სააპლიკაციო ფორმა, რომლის საშუალებითაც მოქალაქეები ინიციატივებს წარმოადგენენ.
საპროექტო წინადადებების წარდგენა ასევე შესაძლებელია მოხდეს ფიზიკურად, საპროექტო წინადადებების ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისთვის მიწოდებით.
საპროექტო ინიციატივების ჩაბარება მოქალაქეებს შეუძლიათ ასევე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში, მის: ხარაგაული, 9 აპრილის ქუჩა 15
ადევნეთ თვალი ხარაგაულის მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდს და მიიღეთ ინფორმაცია პროგრამის განხორციელების თითოეულ ეტაპზე.
მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს გამოავლინოს ის პრიორიტეტული პროექტები, რომლებიც მომავალში სხვადასხვა ქუჩებზე, უბნებში, მრავალბინიანი სახლების ეზოებში განხორციელდება.
საპროექტო ინიციატივის წარმოდგენის უფლება აქვს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან.
,,სამოქალაქო ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.