სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1631.JPG

საკრებულოს წევრებმა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს, 2022 წლის იანვრიდან დღემდე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

 

კახაბერ გოლუბიანი - „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს  კონსტიტუციით, საქართველოს კოდექსით   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  მერიისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებითა და სხვა  ადმინისტრაციული აქტებით. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 აპრილის N7 დადგენილებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხა განისაზღვრა პოლიტიკური თანამდებობის პირთა და პროფესიული საჯარო მოხელეთა 85 საშტატო ერთეულით და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა 48 ერთეულით. აქედან საშტატო ერთეულით დასაქმებულია 73, ვაკანსია არის 12. ადმინისტრაციული ხელშეკრულებით-46, ვაკანსია-2. ასევე შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა რაოდენობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით განსაზღრულია 44 ერთეულით და დასაქმებულია 44 პირი. 

ადმინისტრაციული სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისაგან:

საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების  მართვის განყოფილება

საზოგადოებასტან ურთიერთობის განყოფილება

წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილება

იურიდიული განყოფილება

          2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე მერიაში შემოსულია 5120 კორესპოდენცია. აქედან კანცელარიაში მატერიალური სახით შემოსულია 3850 წერილი, ელექტრონულად მიღებულია -2041. მიღებულ კორესპონდენციებზე პასუხების გაცემა ხდება კანონით დადგენილ ვადებში. გასული დოკუმენტების რაოდენობაა-6904, ამ პერიოდისათვის გამოცემულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი - 3416 ბრძანება, სამსახურებრივი შიდა მოძრაობის- 1986 წერილი. სოციალურ საკითხებზე შემოსულია 3894 განცხადება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის შესახებ -188 განცხადება. 

          მერიის მოსამსახურეთა საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ვაწარმოებთ პირად საქმეებს, ვამზადებთ სამართლებრივი აქტების პროექტებს, ვამოწმებთ მოსამსახურეების მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთ დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულეს და შესაბამისობას, ავღრიცხავთ და კონტროლს ვუწევთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვას. ვადგენთ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკს, ვაკონტროლებთ კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციების წარდგენის პროცესს. 

          2018 წლიდან ხდება პროფესიული საჯარო მოხელეების შეფასება, რის საფუძველზეც 2022 წლის 3 იანვარს მოხდა კლასის მინიჭება (მეორე კლასი) პროფესიულ საჯარო მოხლეებზე- სულ.: მეორე კლასი -52, პირველი კლასი 13. 

          მიმდინარე წელში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანსიებზე გამოცხადდა 20 კონკურსი.

 

          საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, ადმინისტირებას უწევს ვებ-გვერდს www.kharagaulinews.gov.ge, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში  მიმდინარე პოლიტიკურ, ინფრასტრუქტურულ, სოციალურ-კულტურულ, სპორტულ, თუ სხვა სახის ღონისძიებების შესახებ. ასევე, ახდენს სოციალური ქსელების (მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის და ჯგუფის) ადმინისტრირებას.

 საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება საქმიანობის განხორციელებისას დაგროვილი ინფორმაციის საფუძველზე ახდენს მონაცემთა ბაზის, არქივის შექმნას და ინფორმაციის ანალიზს.  განყოფილება თანამშრომლობს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოსთან. მთელი წლის მანძილზე ხარაგაულში მიმდინარე მთავარი თემების (ინფრასტრუქტურული, კულტურული თუ სოციალური ხასიათის) შესახებ ინფორმაცია მიეწოდებოდა ipress.ge , topnews.com.ge და tiflisnews.ge.  აქტიურ კომინიკაციაშია მერიის აიპებთან და ითანხმებს და მონიტორინგს უწევს აიპების ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე განსათავსებელ საინფორმაციო სახიათის მასალებს.   ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს ტელევიზიებთან, ხარაგაულის ტურისტული ლოკაციების, აქ მაცხოვრებელი საინტერესო პიროვნებების და კუთხისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სახის ნაწარმის პოპულარიზაციის მიზნით.

ხარაგაულის მერიის ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge განთავსებულია ელექტრონული პლატფორმა, სახელწოდებით -  „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“, რომელიც ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ (LDA Georgia) ხარაგაულის მერიასთან ერთად  შექმნა.  ონლაინ პლატფორმის საშუალებით მოქალაქეების მხრიდან ფასდება მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული  სერვისები და პროგრამები. ამასთანავე, აღნიშნული პლატფორმა მოსახლეობას აძლევს შესაძლებლობას მოახდინონ მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროების იდენტიფიცირება და მიუთითონ თავიანთი მოსაზრება/რეკომენდაცია პრობლემის მოგვარების გზებთან დაკავშირებით.  ,,მოქალაქეთა უკუკავშირის ონლაინ პლატფორმის“ განხორციელების წესის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს მოქალაქეთა უკუკავშირიდან და საჭიროებებიდან დაფიქსირებული მინიმუმ ორი პრობლემის გადაჭრას და ასახვას მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტში. კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას,  ხარაგაულის მერია  მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად იყენებს.  

           წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად საანგარიშო პერიოდში  სამსახურებრივ საქმიანობას წარმართავდა საქართველოს კანონმდებლობით, მერიისა და ადმინისტრაციული სამსახურის დებულებებით, საქმისწარმოების წესებით და სხვა ადმინისტრაციული აქტებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად . ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ვახდენდით  საკრებულოს, გამგეობის და ადგილობრივი სამსახურების საინფორმაციო მომსახურებას, კონტროლს ვუწევდით ტერიტორიულ ერთეულებში სამართლებრივი აქტებისა და სხვა დავალებების დროულ შესრულებას.

       განყოფილებაში  შტატით  დასაქმებულია  3  მოსამსახურე, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით  აყვანილია  15,  ამათგან 12  დასაქმებულია ადმინისტრაციულ ერთეულებში. თითოეული მათგანი ექვემდებარება  მერის წარმომადგენელს  ადმინისტრაციულ ერთეულში. ეს სპეციალისტები აქტიურად არიან   ჩართულნი მიმდინარე სამუშაოებში. კოორდინაციის განყოფილებას შედგენილი აქვს წლიური სამუშაო გეგმა და  ფუნქცია-მოვალეობანი.

    საანგარიშო პერიოდში    კანონმდებლობის შესაბამისად  ორგანიზებას ვუწევდით ადმინისტრაციული  ერთეულების ურთიერთობას მერიასთან, საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.

  როგორც ყოველთვის აქტიურად  ვთანამშრომლობდით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, სამოქალაქო რეესტრთან, სატყეო მეურნეობის დეპარტამენტთან,   სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებთან და  ასე შემდეგ. ასევე  ვიღებდით  მოქალაქეებს სხვადასხვა , ჩვენს კომპეტენციაში   შემავალ საკითხებთან დაკავშირებით.

     2022 წლის 1 იანვრიდან დღემდე  განყოფილებაში შემოვიდა 234  კორესპონდენცია. მიღებულ კორესპონდენციებზე  კანონით  დადგენილ  ვადებში მოვახდინეთ  პასუხის გაცემა    

    განყოფილების  ფუნქციური  მოვალეობიდან გამომდინარე,  საანგარიშო პერიოდში  განყოფილების მუშაკების  მიერ  სისტემატურად ეწეოდათ კონსულტაციები მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს საქმის წარმოების  საქმეში კანონმდებლობით დადგენილი წესების განსახორციელებლად  . 

      ამავდროულად  ვაკონტროლებდით   მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხით და  ადმინისტრაციულ ერთეულებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაფინანსებული პროგრამების  და ღონისძიებების  განხორციელების მიმდინარეობას.

       ასევე მონაწილეობას ვიღებდით  მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი კომისიების მუშაობაში.

        საანგარიშო პერიოდში დროულად მოვამზადეთ და გავუგზავნეთ  სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ მოთხოვილი ინფორმაციები.  მაგალითად:

            საჯარო რეესტრის  ეროვნული სააგენტოს  მოთხოვნის საფუძველზე  მოვიძიეთ, დავახარისხეთ   და ავკინძეთ  დასახლებული პუნქტების მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული  საკუთრების უფლების  ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის)  დამადასტურებელი  დოკუმენტები და  გავაგზავნეთ საჯარო რეესტრში 2050 ცალი მიწის მიღება-ჩაბარების აქტი და  312 ცალი მიწის სარეგისტრაციო მოწმობა.

      სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხარაგაულის  სამოქალაქო რეესტრს“  გავუგზავნეთ  მოქალაქის გარდაცვალების ფაქტის დამადასტურებელი 43  ოქმი..

        საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 10 მაისის N 7703 წერილის საფუძველზე დროულად გადავამოწმეთ  და შევისწავლეთ  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში შემავალი  დასახლებების  საზღვრების დამუშავებული მონაცემები ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან და  სოფლის უხუცეს  მცხოვრებლებთან  ერთად  გამოვლენილი  ხარვეზების შესახებ დროულად  ვუპასუხეთ სააგენტოს.

        ბორჯომ-ხარაგაულის ტყე პარკის ადმინისტრაციას   ვაცნობეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ალპურ საძოვრებზე  (ლომის მთა, პანტნარი, სა მეცხვარეო)   ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიმდინარე წელს გაყვანილი 947 პირუტყვის  და მათზე გაწეული ვეტერინალური მომსახურების შესახებ.

        პერიოდულად შეგვაქვს ცვლილებები საშეშე ბარათების  მთხოვნელ მოქალაქეთა სიებში  და დროულად ვუგზავნით სატყეო დეპარტამენტს.  

           ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში  მოვამზადეთ  სხვადასხვა საჯარო ინფორმაციები და გავუგზავნეთ  ადრესატებს.    მაგალითად :

           სტატისტიკის სამმართველოს გავუგზავნეთ  ინფორმაციები  პირუტყვის სულადობის  და  ბაღჩეულის წარმოების   და სხვათა შესახებ.

        ამჟამად რეგულარულად ვმუშაობთ   საარქივო მასალების მომზადებაზე,  დღემდე დამუშავებული გვაქვს  2016, 2017 და 2018 წლების  მიწის რეგისტრაციის მასალები

        

    იურიდიული განყოფილების მიერ შემუშავებულ იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა;

დადებული იქნა ვიზები სხვადასხვა სახის დოკუმენტებზე(შრომითი ხელშეკრულებებსა და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებზე).

შედგენილი იქნა სარჩელები: ამხანაგობა ,,ელიტ და კომპანიის", შპს ,,პემის", შპს"AWARD-ის", შპს ,,ბლექ სი გრუპის“, შპს ,,მათეს“, ფ.პ ნათია ჭუმბურიძის მიმართ.

 შპს „საპოვნელა+ის“, შპს „დავითის“  მიმართ;

შედგენილ  იქნა შესაგებლები:  შპს „ბილდერი 2018-ის“, შპს „ავორდის“,  შპს „ზუბას“, შპს „ნიუ გრუფის“, შპს ,,გურია 2015-ის“,  ამხანაგობა „ნიუ გრუპის“ , შპს „გეომეპისა“  და შპს „ჯორჯიან ბეტონ გრუპის“  გენადი ნიქაბაძის, გიორგი მუმლაძის,  შპს ,,საპოვნელა +ის", წიაღის ეროვნული სააგენტოს სარჩელებთან დაკავშირებით;

შედგენილი იქნა  საჩივრები: შპს „სექუოიას“, შპს „ზუბას“, სადაზღვევო კომპანია „ჯი პი აი“ ჰოლდინგისა“ და   შპს „საპოვნელა+ის“  საქმეებზე;

განყოფილების იურისტებმა მონაწილეობა მიიღეს სასამართლო სამართალწარმოების პროცესებში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში; ასევე მიიღეს მონაწილეობა   სხვადასხვა კომისიის მუშაობაში; მათ მიერვე მიცემულ იქნა სხვადახსვა სახის კონსულტაციები მერის განყოფილებებისა და სამსახურების თანამშრომლებისათვის;

მომზადებულ იქნა პასუხების პროექტები სხვადასხვა იურიდიული და ფიზიკური პირებიდან და სახელმწიფო უწყებებიდან შემოსულ მომართვებზე. კერძოდ,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ა(ა)იპ ,,იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წიაღის ეროვნულ სააგენტოს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აღსრულების ეროვნული ბიუროს, თამარ ჩერქეზიშვილის, ალექსანდრე გორგაძის, გივი კიკნაძის, ვეფხვია ვეფხვაძის მომართვებზე;

მომზადებულ  იქნა ადმინისტრაციული აქტების პროექტები, კერძოდ, ზოგიერთი აქტის არარად ცნობაზე, სხვადასხვა სახის კომისიების შექმნაზე, შშმ პირთა საბჭოს შექმნაზე, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელებისას სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ;

შედგენილი იქნა ა(ა)იპ-ებ-ის წესდებებში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტები, კერძოდ, „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“  წესდებასა და  „სპოტრის და ტურიზმის ცენტრის“ წესდებაში;

გაცემული იქნა სამართლებრივი განმარტებები სხვადასხვა საკითხებზე;

წარდგენილი იქნა განცხადებები და სასამართლო აქტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში მუნიციპალიტეტის სასარგებლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით;

შედგენილი იქნა მოხსენებითი და სამსახურებრივი ბართები სხვადასხვა საკითხებზე და გაგზავნილ  იქნა მიმართვები სხვადასხვა უწყებებში;

გაცემული იქნა პასუხი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ მომართვებზე.

 

ანგარიში დეპუტატების  უმრავლესობამ დადებითად შეაფასა.

ნანახია: 366 - ჯერ