სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/332406330_513291927550661_8463485300161908129_n.jpg

საკრებულოს სხდომაზე მერიის სამსახურების უფროსებმა ანგარიშები წარადგინეს

დღეს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები, ვარლამ ჭიპაშვილი და დავით დევდარიანი ესწრებოდნენ.

დეპუტატებს  მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის უფროსმა აკაკი ლურსმანაშვილმა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ, ასევე, ადმინისტრაციული სამსახურის უფოსმა კახაბერ გოლუბიანმა 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს და დასმულ  შეკითხვებს უპასუხეს.

საკრებულოს წევრების უმრავლესობამ აღნიშნული სამსახურების ანგარიშები დადებითად შეაფასა.

ანგარიშებს გაეცანით აქ:

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურის ანგარიში --- https://bit.ly/3Stayrh

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3InUClv

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში-- https://bit.ly/3EsBphr

 

სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები:
1. ხარაგაულის მმუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული,სამანდატო,
საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ;
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი


  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის
    დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების
    შეტანის თაობაზე;

მომხს: კახაბერ გოლუბიანი


  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ -
    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის
    საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №17 დადგენილებაში - ცვლილების შეტანის
    თაობაზე;
    მომხს: კახაბერ გოლუბიანი

 

ნანახია: 346 - ჯერ