ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ხარაგაული გაზაფხულს პირველ თვეს სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებით შეხვდება.
გთავაზობთ კულტურული ღონისძიებების განრიგს:
2 მარტი-დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ორგანიზებით, დასაწყისი:15:00 საათზე.
6 მარტი-შოთა ბუაჩიძის სამუსიკო სკოლაში გაზაფხულისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი 15:00 საათზე.
6 მარტი- ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართება ქალთა დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, დასაწყისი-18 საათზე.
18 მარტი- რეზო თაბუკაშვილის თეატრი გამართავს შემოქმედებით ღონისძიებას-„შემოქმედებითი ქალბატონები“, სადაც მოეწყობა ვიდეორგოლის წარდგენა.
27 მარტი-N2 სკოლამდელ დაწესებულებაში ღვაწლმოსილი პედაგოგის საიუბილეო საღამო.
27 მარტი-თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კინოთეატრში მოეწყობა სპექტაკლის „მაცეკვე ტანგოს“ ჩვენება. დასაწყისი 13:00