ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა.
თათბირს მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის მოადგილე,დავით დევდარიანი და მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე ესწრებოდა.
სამუშაო შეხვედრა მერმა, მადლობით დაიწყო.
კობა ლურსმანაშვილმა, დიდთოვლობისას, უწყვეტი ქმედითი ღონისძიებების ეფექტურად მართვისთვის მადლობა გადაუხადა მერის მოადგილეებს ვარლამ ჭიპაშვილს, დავით დევდარიანს, მერის წარმომადგენლებს, მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურს, დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანებას, მერის თანაშემწეს, ჟანა ნემსაძეს, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას და განაცხადა, რომ მათი საქმისადმი მაღალი პასუხისმგებლობის შედეგად ხარაგაულის მერიამ კრიზისის სწორად მართვა შეძლო.
თათბირის მთავარი თემა დიდთოვლობისას გაწეული ქმედითი ღონისძიებების ანალიზი გახლდათ.
შეხვედრისას მერმა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლისგან უშუალოდ მიიღო ინფორმაცია სოფლებში არსებული ვითარების შესახებ.
თათბირზე განცხადება გააკეთა მერის თანაშემწემ, ჟანა ნემსაძემ.
ხარაგაულის მერიასა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას შორის მემორანდუმი ფორმდება.
ჟანა ნემსაძემ მერის წარმომადგენლებს იმ მოქალაქეების შესახებ სთხოვა ინფორმაციის მოწოდება, რომლებიც ემიგრაციიდან დაბრუნდნენ და საზღვარგარეთ ცხოვრების მინიმუმ 1 წლიანი ისტორია აქვთ.
სტატისტიკის მიხედვით, ხარაგაულის მასშტაბით, დაბრუნების მაჩვენებელი დადგინდება.
ახალი პროექტის ფარგლებში, იმ ადმინისტრაციულ ერთეულებში, სადაც დაბრუნების მაჩვენებელი მაღალი იქნება, პრიორიტეტები გამოიკვეთება და მიგრანტების საჭიროებებზე მორგებული პროექტი დაფინანსდება.
ხარაგაულის მერია ,,მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან“ უკვე ერთი წელია წარმატებით თანამშრომლობს.
ინფორმაციისთვის, პროექტის პირველ ეტაპზე, ხარაგაულის სოფელ იგორეთში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების მიზნით ჭაბურღილის გაკეთება დაიგეგმა. სოფელში სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება.