სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdfg.jpg

ფორუმზე ხარაგაული ხუნევის მაჟორიტარმა დეპუტატმა  ლენა აბაშიძემ წარადგენდა.

ხარაგაულის საკრებულოს წევრებმა, პროექტის "ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის" დასკვნით ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

პროექტის შემაჯამებელ ფორუმს ,,კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში," პროგრამის დირექტორი - დოქტორი ქრიტოფ ბაიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - მზია გიორგობიანი და ასევე, საპილოტე ათივე მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, პროექტის ფარგლებში ჩართული, მონაწილეები ესწრებოდნენ.

ფორუმზე ხარაგაულს ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი,საკრებულოს წევრი, ლენა აბაშიძე წარადგენდა.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნა პროექტის „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ძირითადი მიღწევები:

პროექტის ფარგლებში შექმნილი ძირითადი პროდუქტები - პორტალი chemisakrebulo.ge

საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების გზამკვლევი;

საკრებულოს წევრის ბლოკნოტი, ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ნორმატიული აქტის პროექტი;

2022 წელს 10 საპილოტე მუნიციპალიტეტებში გამართული პილოტირების შედეგები;

ღონისძიების დასასრულს გაიმართა საკრებულოს წევრების დაჯილდოვება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საკრებულოს წევრი, ეკა შველიძე , ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ირმა ვეფხვაძე და საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, ივანე ჭიპაშვილი.

პროექტი საქართველოს მასშტაბით ათ მუნიციპალიტეტში ხორციელდებოდა.

ხარაგაული იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა , რომელიც ფორუმზე, საზოგადოებას საუკეთესო პრაქტიკის და ინოვაციური გადაწყვეტილებების მაგალითები წარუდგინა.

ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ, კონსორციუმი, რომელიც შედგება სამი ორგანიზაციიგან: მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტი (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC).

პროექტი ხორციელდებოდა 2021 წლის ივლისიდან და დაფინანსებული გახლდათ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ (GGLD) ფარგლებში.

 

ნანახია: 288 - ჯერ