სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%9023.jpg

გოლათუბნის, გუდათუბნის, წიფასა და ფონას მოსახლეობამ პროექტები შეარჩია

მაღალმთანი სტატუსის მქონე სოფლებში გოლათუბანში, გუდათუბანში, წიფასა და ფონაში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა.

მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მერის წარმომადგენელთან, მაია გაჩეჩილაძესთან და ზვარე - წიფის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ტალახაძესთან ერთად შეხვდა.

სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრა და გარე განათების ქსელის მოწყობა, ეს ის ძირითადი საპროექტო წინადადებებია , რომელსაც მოსახლეობა სოფლის საერთო კრებებზე პრიორიტეტს ანიჭებს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით გუდათუბანში წყლის სისტემა მოეწყობა, ხოლო ზედა გოლათუბანში, სოფლის მხადამჭერი პროგრამის ფარგლებში პროგრამით გამოყოფილი თანხით, სასაფლაოს შემოღობავენ.

სოფელ წიფაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გარე განათების ქსელი მოეწყობა.

წყლის სისტემის მოეწყობა და წყლის მილებს შეიძენენ პიმპილაურის უბნისთვის.

გზის შეკეთება და გარე განათების ქსელის მოწყობა გადაწყდა სოფელ ფონაში.

დავით დევდარიანმა სოფლის კრებაზე ადგილობრივებისთვის მნიშნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა.

ხარაგაულის მერია, მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის ფარგლებში სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაციას მოახდენს.

 

ნანახია: 290 - ჯერ