სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98.jpg

ვარლამ ჭიპაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ კრებებს ხელმძღვანელობდა.

ვარლამ ჭიპაშვილი უკვე ერთი კვირაა ხარაგაულის თითოეულ სოფელში, ადგილზე ხვდება მოსახლეობას და მათგან ისმენს ინფორმაციას იმ საჭიროებების შესახებ, რაც სოფლის წინაშე დგას.

შეხვედრები უკვე ჩატარდა 9 ადმინისტრაციული ერთეულის 42 სოფელში.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ხარაგაულში 24 იანვარს დაიწყო და 3 თებერვალს დასრულდება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელ მოლითში სამშენებლო მასალებს შეიძენენ სანიაღვრე არხის მოსაწყობად. ასევე, თანხის ნაწილი დაიხარჯება წისქვილის გამრიცხველიანებისთვის, შეიძენენ მილებს და წყლის სათავე ნაგებობას მოაწესრიგებენ.

ბეჟათუბანში გზის შეკეთება და სანიაღვრე არხის მოწყობა გადაწყდა.

ნებოძირში წყლის სისტემის მოწყობა და გზის შეკეთება - გასწორხაზოვნება;

ანიულაში თანხას გზის შესაკეთებლად და წისქვილის გამრიცხველიანებისთვის დახარჯავენ.

წყლის სისტემა მოეწყობა სოფელ ბაბში.

გარე განათების ქსელის მოწყობა გაგრძელდება და წყლის სისტემა მოეწყობა დეისში.

ასევე გარე განათების ქსელი მოეწყობა და წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები განხორციელდება სოფელ დეისის ორ უბანში.

გარე განათების ქსელს მოაწყობენ და გზას შეაკეთებენ სოფელ ჭარტალში.

 

 

ნანახია: 269 - ჯერ