სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_92.jpg

დავით დევდარიანი მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლებში შეხვედრებს აგრძელებს

ხარაგაულის მერის მოადგილემ დავით დევდარიანმა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები , ზვარის , ჩრდილის და ნუნისის მაცხოვრებლებთან, მერის წარმომადგენელთან, ბესო დალალიშვილთან და ზვარე-წიფის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვახტანგ ტალახაძესთან ერთად გამართა.

სოფლის ცენტრალური გზის რეაბილიტაციისთვის, გარე განათების მოწყობისთვის, ნუნისის წყლის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით, მერის მხრიდან გამოჩენილი მხარდაჭერისა და სოფლის ინტერესების გათვალისწინებისთვის, ნუნისელები ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს მადლობას უხდიან.

სოფელს კიდევ ბევრი საჭიროებები აქვს, მათ შორის არის მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა, რომელიც ადგილობრივებს სოფლის ცენტრიდან მოლითის რკინიგზის სადგურამდე გადაადგილების საშუალებას მისცემს.

დავით დევდარიანმა, ყურადღებით მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული თითოეული პრობლემების შესახებ და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი საპროექტო წინადადებები მოსახლეობასთან ერთად განიხილა.

საერთო მსჯელობის და სოფლის საჭიროებების ღიად განხილვის შემდეგ გადაწყდა ,რომ ზვარის ადმინისტრაციული ერთეულისთვის განკუთვნილი თანხით, შემდეგი საპროექტო წინადადებები დაფინანსდება.

2023 წელს სოფელ ზვარეში , სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოცურების საწინააღმდეგო ბაგირი განთავსდება კიკნაძეების უბანში და გარე განათების ქსელი მოეწყობა ჭენჭეხის უბანში.

სოფელი ჩრდილი, კოშკის უბანში, გარე განათების ქსელის გაგრძელება. კაოთის უბანში, მოცურების საწინააღმდეგო ბაგირის მოწყობა და გარე განათების ქსელის გაგრძელება.

ნუნისში სოფლისთვის გამოყოფილი თანხით საუბნო გზის რეაბილიტაცია მოხდება და წყაროს სათავე ნაგებობა მოეწყობა.

 

 

 

ნანახია: 345 - ჯერ