ყოველ წელს, ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებელს , სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს.
ხარაგაულს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2023 წელს 890 000 ლარი გამოეყო.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 24 იანვარს დაიწყება და 3 თებერვალს დასრულდება.
კობა ლურსმანაშვილი: - „მოსახლეობასთან მუდმივ კომუნიკაციაში იქნება მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახური, ასევე, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, რათა დროულად მოხდეს მოსახლეობისთვის სასურველი პროექტების შერჩევა და შემდეგ მათი განხორციელება.“
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.
შენ შეგიძლია მიხვიდე შენი სოფლის საერთო კრებაზე და თანასოფლელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება , იმ დაფინანსებით , რომელიც შენ სოფელს შეხვდა , რომელი საკითხი გადაჭრა დადებითად.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საშუალებას გაძლევს 16 მიმართულების იდეა რეალობად, ხოლო გამოწვევა შესაძლებლობად აქციო.
დაფინანსება ყველა სოფელს ინდივიდუალურად , მაცხოვრებელთა რაოდენობის მიხედვით განესაზღვრება.
მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:
▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა )
▪ სარწყავი სისტემები
▪ სანიაღვრე არხები
▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები
▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები
▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები
▪გარე განათება
▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.
▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
▪ ამბულატორიის შენობები.
▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი.
▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით.
▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა
▪ მინიჰესი
▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება.
პროგრამის ფარგლებში, სოფლის მაცხოვრებლები თავად გადაწყვეტენ, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.
აღნიშნულ ლინკზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/3W3do6E , რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ მაილზე petresharikadze@gmail.com გადმოაგზავნოთ.
ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება.
,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების გრაფიკი იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3k9pKgj
ჩვენ გაწვდით ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია!
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, პირველი საერთო კრება 24 იანვარს ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება.
შეხვედრები სოფლებში შემდეგი თანმიდევრობით ჩატარდება:
ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული - 24 იანვარი
1.ხუნევი - 11 საათი
2.გედსამანია - 12 საათი
3.ვერტყვიჭალა - 13 საათი
4.ბჟინევი - 14 საათი
5.ვერტყვილა - 15 საათი
ხევის ადმინისტრაციული ერთეული - 24 იანვარი
1.ხევი - 11 საათი
2.წაქვა - 12 საათი
3.გრიგალათი - 13 საათი
4.ციცქიური - 14 საათი
ბორითის ადმინისტაციული ერთეული - 25 იანვარი
ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეული - 25 იანვარი
1.ნადაბური - 11:00 საათი
2.გოლისი - 12:00 საათი
სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეული - 26 იანვარი
1.სარგვეში - 11:00 საათი
2.ხორითი - 12:00 საათი
3.საბე - 13:00 საათი
4.მიროწმინდა - 14:00 საათი
ღორეშის ადმინისტრაციული ერთეული - 26 იანვარი, 11:00 საათი
ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეული - 27 იანვარი
1.ახალსოფელი - 11:00 საათი
2.ფარცხნალი - 12:00 საათი
3.ღუდუმექედი - 13:00 საათი
4.ისლარი - 14:00 საათი
ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული - 27 იანვარი
1.წიფი - 11:00 საათი
2.ღარიხევი - 12:00 საათი
3.ბაზალეთი - 14:00 საათი
4.ქროლი - 13:00 საათი
მოლითის ადმინისტრაციული ერთეული - 30 იანვარი
1.მოლითი - 11:00 საათი
2.დეისი - 13:00 საათი
3.ბეჟათუბანი - 14:00 საათი
4.ჭარტალი - 15:00 საათი
5.ნებოძირი - 11:00 საათი
6.ქვები - 12:00 საათი
7.ბაბი - 13:00 საათი
8.ანიულა - 14:00 საათი
წიფის ადმინისტრაციული ერთეული - 30 იანვარი
1.წიფა - 11:00 საათი
2.გოლათუბანი -12:00 საათი
3.გუდათუბანი - 13:00 საათი
4.ფონა - 14:00 საათი
ვახანის ადმინისტრაციული ერთეული - 31 იარვარი
1.ვახანი - 14:00 საათი
2.სერბაისი - 15:00 საათი
3.ზედუბანი - 16:00 საათი
ზვარის ადმინისტრაციული ერთეული - 31 იანვარი
1.ზვარე - 11:00 საათი
2.ჩრდილი - 12:00 საათი
3.ნუნისი - 13:00 საათი
საღანძილის ადმინისტრაციული ერთეული - 1 თებერვალი
1.საღანძილე - 11:00 საათი
2.ზარანი - 12:00 საათი
3.სხლითი - 13:00 საათი
4.ვანი - 14:00 საათი
5.ჩხერი- 15:00 საათი
6.ჯაფაროული - 16:00 საათი
ლეღვანის ადმინისტრაციული ერთეული - 1 თებერვალი
1.ლეღვანი - 11:00 საათი
2.მარელისი - 13:00 საათი
3.დიდვაკე - 15:00 საათი
4.პატარა სახვლარი - 16:00 საათი
ლაშის ადმინისტრაციული ერთეული - 2 თებერვალი
1.ლაშე - 11:00 საათი
2.უჩამეთი - 12:00 საათი
3.ღვერკი - 13:00 საათი
4.ხემაღალი - 14:00 საათი
5.ლაშის იგორეთი - 15:00 საათი
ვარძიის ადმინისტრაციული ერთეული - 2 თებერვალი, 11:საათი
კიცხის ადმინისტრაციული ერთეული - 3 თებერვალი
1.კიცხი - 11:00 საათი
2.ბორი - 12:00 საათი
3.საქარიქედი - 13:00 საათი
4.კიცხის იგორეთი - 14:00 საათი
5.თერაწყარო - 15:00 საათი