სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/SDjv_1.jpg

დეპუტატებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში მოისმინეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა.

სხდომას მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით კიკნაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 2022 წელ გაწეული მუშაობის შესახებ წარუდგინა ინფორმაცია.

საკრებულოს წევრებმა, ასევე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რამდენიმე სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანის შესახებ  მიიღეს გადაწყვეტილება.

 

ნანახია: 603 - ჯერ