დღეს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი საახალწლო საჩუქრებით, ხუნევის ბაღის აღსაზრდელებს ესტუმრა.
მერმა პატარებს საჩუქრები,მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან,თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელთან, თამარ ლავაბიძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლენა აბაშიძესთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გადასცა.
ხუნევში სრულიად ახალი საბავშვო ბაღი 2022 წელს საპილოტე რეგიონების ინტებრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდა.
საახალწლო საჩუქრები საღანძილის, მარელისის, ვახანის, მოლითის , ლეღვნის, წიფის, ზვარის, გედსამანიის, ვერყვიჭალის, ბორითის, სარგვეშის, ღორეშის,ხევის, ნადაბურის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებმა უკვე მიიღეს.
ხარაგაულის მერიის სახელით, საახალწლო საჩუქრები 523 ბავშვს გადაეცემა.
ტკბილეულის შესაძენად, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ, 10 460 ლარი გამოყო.