სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0294.JPG

ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლადრეაბილიტირებული დევები ოფიციალურად გაიხსნა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, ხარაგაულის სავიზიტო ბარათი - ახლად რეაბილიტირებული დევების მონუმენტი და მიმდებარე სკვერი ოფიციალურად გაიხსნა.

საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ  ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, მხარის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე , საჩხერე - ჭიათურა- ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე , მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი ლამპიონები, საპარკინგე ადგილი, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცე,  საინფორმაციო დაფა.

მოპირკეთდა და დამცავ გარსში მოექცა დევების გამოსახულება.

სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაფტური გარე სანათები, და დამონტაჟდა ვიდეო სათვალთვალო კამერები.

მოხდა სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით.

დაბა ხარაგაულში დევების ქანდაკებებისა  და მიმდებარე სკვერის რეაბილატაცია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს - ,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა.

პროექტის ღირებულება 264  ათას 999 ლარია.

 

ნანახია: 228 - ჯერ