სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/318786143_135992462588988_8303185928664257470_n.jpg

ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე, სოფელ ჭარტალიდან, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებულია

ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის, ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, ფოლკლორის ეროვნული ფესტივალზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან გამარჯვებულებად დასახელდა სოფელ ჭარტალის მაცხოვრებელი, ავტორ-მთქმელი, ვიტალი ფცქიალაძე .

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გამარჯვებული გახდა ასევე ფოლკლორული ანსამბლი “ოდილა”, (ხელმძღვანელი რევაზ შარიქაძე).

თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ზეპირსიტყვიერების საღამოზე გამარჯვებულებს მედლები და დიპლომები გადაეცათ.

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულებით ათ გამარჯვებულს შორისაა ხარაგაულელი , სოფელ მაქათუბანში მცხოვრები ზალიკო ბოჟაძე.

გამარჯვებულების ნამუშევართა გამოფენა 2023 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ეძღვნებოდა.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 გამარჯვებულების ტრანსპორტირებას ხარაგაულის მერია უზრუნველყოფდა.

 

ნანახია: 667 - ჯერ