სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_14_1_1_2_2.png

საკრებულოს სხდომაზე 9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ იმსჯელეს

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს ბიუჯეტის მესამე კვარტლის შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

სხდომას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

მან ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლის შესრულების შესახებ ინფორმაცია წარუდგინა დეპუტატებს.

მერის პირველი მოადგილის განცხადებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მუნიციპალიტეტმა 2 060,9 ათასი ლარით მეტი შემოსულობები მიიღო.

 შემოსულობების მატება, წინა წელთან შედარებით,  გამოწვეულია როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების ასევე საკუთარი შემოსულობების გაზრდით.

ვარლამ ჭიპაშვილმა საკითხთან დაკავშირებით და დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

სხდომაზე განხილული იყო ასევე " მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების ცენტრის" ანგარიში. საკითხი ამავე ა(ა)იპ-ის დირექტორმა, ეკა შავიძემ წარადგინა.

სხდომაზე შემდეგი ორი საკითხი წარადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ოთარ ლურსამანაშვილმა. 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N69.692133720 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ წევრების ეკატერინე შველიძისა და ავთანდილ ვეფხვაძის განცხადების განხილვა ფრაქციიდან გასვლის შესახებ. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი

ნანახია: 558 - ჯერ